ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოს პირველ საშეჯიბრო დღეს, ჯურიოს დივიზიონში ტოჩინოშინი იჩინოჯოს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.
ქართველი და მონღოლი სუმოისტები, აქამდე დოჰიოზე არაერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს და მათ შორის ანგარიში 18-12, ლევან გორგოძის სასარგებლოდ იყო.
გაზაფხულის სუპერტურნირის (ჰარუ ბაშო) მეორე დღეს, ტოჩინოშინის მეტოქე იაპონელი შონანოუმი იქნება.
ცნობისთვის, სპორტსმენები აქამდე ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.