ესპანეთში, უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. ხმელთაშუაზღვის ზოგიერთ რეგიონში, ტემპერატურამ 30 გრადუსს მიაღწია.
საკურორტო კუნძულ მალიორკაზე კი, სადაც სულ რაღაც 2 კვირის წინ დიდთოვლობას ებრძოდნენ, 22 გრადუსი დაფიქსირდა. მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მსგავსი ტემპერატურა ქვეყანაში ივნის-ივლისის თვეებისთვისაა დამახასიათებელი. სამხრეთ სანაპიროები დამსვენებლებით არის სავსე.