26 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
იმ შემთხვევაში თუ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პარტია გაიმარჯვებს, საქართველო რუსეთთან კონფლიქტში შევა - სლავიკ შუსტერი

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პარტია გაიმარჯვებს, საქართველო რუსეთთან კონფლიქტში შევა. ამის შესახებ ჟურნალისტმა სავიკ შუსტერმა, ალესია ბაცმანთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

პოლიტიკური მიმომხილველი ამბობს იმასაც, რომ სააკაშვილის პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს მეორე ფრონტს გახსნა შეუძლია, რადგან 2008 წელს ქართული ჯარი ცუდად შეიარაღებული არ იყო, თუმცა წინააღმდეგობის გაწევა აგრესორისთვის ვერ მოახერხა.

"არ მგონია, რომ საქართველომ მეორე ფრონტი გახსნას, არ მგონია, რომ სამხედრო, ფიზიკური თვალსაზრისით მათ ეს შეუძლიათ. 2008 წელს საქართველოს ჯარი არ იყო ცუდად შეიარაღებული, მაგრამ ვერ მოახერხა წინააღმდეგობა გაეწია ბარბაროსებისთვის. თუმცა მათ მაშინ არ ჩაუდენიათ ისეთი საშინელი დანაშაულები როგორც უკრაინაში (ბევრს ვერაფერს ვიტყვი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე). არ მგონია, რომ საქართველო რუსეთთან კონფლიქტში შევა, განსაკუთრებით სამხედრო მიმართულებით. საქართველო რუსეთთან კონფლიქტში შევა იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია, სააკაშვილის პარტია გაიმარჯვებს. მაშინ ძალიან დიდ კონფლიქტში იქნება რუსეთთან, მაგრამ არა სამხედრო, ამაზე მათ ძალები არ ეყოფათ,"- აცხადებს შუსტერი.

დღის ამბები