26 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლომ ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა

სტრასბურგის სასამართლომ ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მამასახლისის საქმეზე გამოაქვეყნა.

მოსამართლეთა პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ ორი მოსარჩელის მიმართ რუსეთმა ადამიანის უფლებათა კონვენციის სამი მუხლი დაარღვია. საქართველოს მხრიდან კი კონვენციის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

საქმე ეხება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე პერიოდს. კერძოდ, ლევან მამასახლისისა და გრიგოლ ნანავას დაკავებებს 2001 და 2003 წლებში, შესაბამისად, ასევე მათ მიმართ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან არასათანადო მოპყრობას, გასამართლებასა და დაკავებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა მორალური ზარალის ანაზღაურების სახით მამასახლისსა და ნანავას 35-35 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს. ასევე, ჯამში, 23 300 ევრო ხარჯების ასანაზღაურებლად.

დღის ამბები