26 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
რომელიმე სამინისტროს ნაცვლად 30 მილიონი ჯარს რომ დაამატონ, ხალხი თავისი ნებით წავა ჯარში და მეტიც, რიგში იდგებიან - იაგო ხვიჩია

თავდაცვის ახალი კოდექსის გამო, ოპოზიციის ნაწილი ისევ ქვეყნის მთავარ გამზირზე დაბრუნდა. აქციის ორგანიზატორი "გირჩია".

არა სავალდებულო სამხედრო სამსახურს - პარტიის წევრებისა და აქციის მონაწილეების მოთხოვნა ამჯერად ეს არის. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტრომ ჯარი უფრო მომხიბვლელი უნდა გახადოს. 

"თუ თავდაცვის სამინისტრო შექმნის ისეთ პირობებს, რომელიც მომხიბვლელს გახდის ჯარს, მაშინ სავალდებულობა აღარ იქნება საჭირო. სავალდებულობა მხოლოდ იმიტომ სჭირდება სამინისტროს, რომ ჯარში პრობლემები გვაქვს. თუ წესიერი ხელფასი და პირობები იქნება, ხალხი თავის ნებით წავა ჯარში და ჩვენ ამას ვითხოვთ ჯარი არ უნდა იყოს დაფუძნებული იძულებაზე და შიშზე," - აცხადებს რაქვიაშვილი. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას შეფასებით, ჯარი უნდა იყოს ნებაყოფლობითი.

"თუკი მიმზიდველ პირობებს შეუქმნი იძულება საჭირო აღარ იქნება, რომელიმე სამინისტროს ნაცვლად 30 მილიონი ჯარს, რომ დაამატონ ხალხი თავისი ნებით წავა ჯარში და მეტიც რიგში იდგებიან. იძულება რატომ სჭირდებათ? - იმისთვის რომ პოლიტიკური ზემოქმედება ჰქონდეთ მოპროტესტე ელექტორატზე," - აცხადებს ხვიჩია. 

დღის ამბები