ინდონეზიის კუნძულ იავაზე ვულკანი "მერაპი" ამოიფრქვა. ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს. ადგილობრივებს კრატერიდან შვიდ კილომეტრამდე რადიუსში ნებისმიერი საქმიანობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. შეჩერებულია ასევე ტურისტული აქტივობები და სამთო სამრეწველო სამუშაოები.
"მერაპი" ინდონეზიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. მისი ყველაზე მასშტაბური ამოფრქვევა 2010 წელს მოხდა და 350-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.