26 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
პროექტი არ ითვალისწინებს სავალდებულო გაწვევას სტუდენტებისათვის, სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს უამრავი ალტერნატივა ახალგაზრდებისთვის - თავდაცვის მინისტრის მოადგილე

თავდაცვის ახალ კოდექსთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ, ოპოზიციაში შეფასებები გაკეთდა. როგორც ისინი ამბობენ,  სამხედრო სამსახური სავალდებულო არა თუ სტუდენტებისთვის, არამედ არც ერთი მოქალაქისთვის არ უნდა იყოს.

"სტუდენტების გაწვევა მტკივნეული საკითხი იყო, საპროტესტო მუხტის ფონზე მიხვდნენ რომ შეცდომას უშვებდნენ და გამოასწორეს. სავალდებულობის ნაწილი უნდა გაუქმდეს, რომ მთავრობა ვალდებული გახდეს ჯარისკაცებს ღირსეული ხელფასი გადაუხადოს, რომ მერე ხალხი თავისი ნებით მიდიოდნენ ჯარში,"- აცხადებს პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე კი აცხადებს, რომ სტუდენტებთან დაკავშირებით ცლილების მიზეზი გახდა ის კონსულტაციები, რომელიც გაიმართა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან:

"პროექტი არ ითვალისწინებს სავალდებულო გაწვევას სტუდენტებისათვის, სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს უამრავი ალტერნატივა ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურვილი ექნება გაიროს სამხედრო სამსახური და ასევე შეუთავსოს ეს სწავლას, იქნება სხვადასხვა ნებაყოფლობითი პროგრამები. ჩვენი ამოცანაა გავახადოთ მიმზიდველი ჯარი," - აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე.

დღის ამბები