26 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
ახალგაზრდობამ სამოქალაქო თავგანწირვისა და გმირობის უპრეცედენტო მაგალითები აჩვენა - შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სადაო კანონპროექტებთან დაკავშირებით მიღწეული შედეგის გამო სტუდენტებსა და აქციის მონაწილეებს მადლობას უხდის. თუმცა ამბობს იმასაც, რომ ეს საკმარისი არ არის და დროა, ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს.

"ჩვენმა ახალგაზრდობამ სამოქალაქო თავგანწირვისა და გმირობის უპრეცედენტო მაგალითები აჩვენა, უდიდესი მადლობა მათ. მე წინადადებას ვართმევ მმართველ რეჟიმს, ნებაყოფლობით დათმონ ძალაუფლება და გამოაცხადონ ახალი არჩევნები. ეს არის ერთადერთი გზა, არსებული მდგომარეობის განსამუხტად და ქვეყნის წინსვლისათვის მომავლის დიდ გზაზე", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები