26 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
რა იცვლება წვევამდელებისთვის თავდაცვის ახალი კოდექსით - უწყება სიახლეებს განმარტავს

ქართული ჯარის გაძლიერება და თავდაცვის ახალი კოდექსი - უწყება სიახლეებს განმარტავს. სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ. როგორც სამინისტროში განაცხადეს, მათ მხოლოდ სტუდენტის სურვილის შემთხვევაში გაიწვევენ, ამ შემთხვევაში კი არჩევანის საშუალება ექნებათ:

"მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ალბათ ტრანსფორმაცია დღევანდელ სავალდებულო სამხედრო სამსახურის, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურად.

ამ სამსახურის მიზანი გახლავთ ის, რომ სამომავლოდ, აღნიშნული პროგრამები განხორციელდება მხოლოდ თავდაცვის ძალებში ერთადერთი მიზნით, რათა ჩვენ გვყავდეს კარგად მომზადებული რეზერვი. ჩვენ ვთავაზობთ ძალიან ბევრ ალტერნატივას იმისათვის, რომ რაც შეძლება მეტი ადამიანი გავწვრთნათ თავდაცვის მიზნებისათვის.

არის 6, 8, 11 თვიანი სამსახური სტუდენტებისთვის, ცალკე გამოყოფილი პროგრამა იმისათვის, რომ სწავლაში ხელი არ შეეშალოთ, მათი არდადეგების ხარჯზე, წელიწადში 1 თვე გაიარონ საბრძოლო მომზადების პროგრამები. სტუდენტს, რომელიც დაიწყებს აღნიშნულ პროგრამას, შეუძლია დაასრულოს ნებისმიერ დროს, მისთვის ხელსაყრელ პირობებში.

ასევე ჩვენ გავხსენით პროგრამა ტერიტორიული რეზერვის მოსამსახურეებისთვის, იქ შეუძლიათ იმსახურონ ასევე უნივერსიტეტდამთავრებულმა, დიპლომირებულმა ადამიანებმა იმისათვის, რომ გაიწვრთას ადამიანი ელემენტარული მიზნებისთვის: დაიცვას თავისი თავი კრიტიკულ სიტუაციაში, გადაარჩინოს თავისი მეგობარი და დაუჭიროს მხარი ჩვენს ქვეყანას ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში," - აცხადებს გენერალ-მაიორი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი ჯონი ტატუნაშვილი.

დღის ამბები