26 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
მე ვარ თავდაცვის კოდექსის მომხრე და თუ გვინდა გვქონდეს უსაფრთხო ქვეყანა, უნდა დავაბრუნოთ გაწვევის სისტემა - ალეკო ელისაშვილი​

ახალი თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით მიღებულ ახალ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ, პოლიტიკოსები აფასებენ.

"გირჩში" თავდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ. 

მათ არ ეთანხმება ალეკო ელისაშვილი, რომელიც ამბობს, რომ გაწვევის გაუქმება არ იყო სწორი გადაწყვეტილება. 

"მე ვარ თავდაცვის კოდექსის მომხრე და მიმაჩნია, რომ თუ გვინდა გვქონდეს უსაფრთხო ქვეყანა, უნდა დავაბრუნოთ გაწვევის სისტემა, მაგრამ ეს გაწვევა უნდა იყოს სამართლიანი. კატეგორიულად არ ვეთანხმები "გირჩს" იმაში, რომ გაწვევა უნდა გავაუქმოთ. მე მაქვს არგუმენტები თუ რატომ არის ჩვენნაირი მოცულობის ქვეყანაში, ოკუპირებულ ქვეყანაში, თუ რატომ არის აუცილებელი საკონტრაქტო ჯართან ერთად იყოს დიდი რაოდენობით მომზადებული რეზერვი, რომელსაც შევქმნით მხოლოდ გაწვევის აღდგენის შემთხვევაში," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი.

სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ. მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიწვევენ, თუ ამის სურვილს თავად გამოთქვამენ. ექნებათ არჩევანის საშუალებაც. სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ: თუ ყოველწლიურად, ზაფხულში სამხედრო წვრთნას გაივლიან, 1 თვით 4 წლის განმავლობაში. ან გაივლიან უმცროს ოფიცერთა 2-წლიან მომზადების პროგრამას ისე, რომ ხელი განათლების მიღებაში ხელი არ შეეშლებათ. 

დღის ამბები