ბოლო 24 საათში უკრაინაში 1 000-ზე მეტი ოკუპანტია მოკლული. ომში მყოფი ქვეყნის თავდაცვის ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში მტრის 100-ზე მეტი იერიში მოიგერია.
გასული დღის განმავლობაში, სუმის ოლქის 7 დასახლება დაიბომბა. საოკუპაციო ძალები ზაპოროჟიეში მოსახლეობას უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლას აიძულებენ, "ვაგნერმა" კი რუსეთში ახალწვეულთა ცენტრები გახსნა.