ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გრძელდება ბადრი ესებუას პროცესები. დღეს სასამართლო ბრალდების მხარის მოწმეებს, მათ შორის, ყოფილ მძევლებს მოუსმენს. სხდომას დაესწრება ტერორიზმში ბრალდებული ესებუაც.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ბადრი ესებუას ხმისა და სუნის ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტიზა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწვეულმა ექსპერტებმა 7 მარტს ჩაატარეს და ამის შესახებ ბადრი ესებუას ადვოკატებს ინფორმაცია არ ჰქონდათ.
ადვოკატი, სოსო ჯანაშია ამბობს, რომ ის დააყენებს შუამდგომლობას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ აღნიშნული მტკიცებულება დასაშვებად არ სცნოს, რადგან დაცვის მხარე მის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. როგორც ადვოკატი ამბობს, ბრალდების მხარისთვის ხმისა და სუნის ექსპერტიზის შედეგები დადებითია.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო აბსოლუტურად ჩქარობს, არ უნდა ამ საქმეზე მტკიცებულებების წარმოდგენაში და სანდოობაში გამჭვირვალეობა. ფაქტობრივად, აკეთებს იმას, რასაც აკეთებდა ბიძინა ესებუას საქმესთან დაკავშირებით. ანუ, მტკიცებულებების ფალსიფიცირებით ცდილობს შექმნას ისეთი მტკიცებულებები, რაც მას გაიყვანს ფონს და ანუ მისთვის სასურველ შედეგს მიაღწევს ამით, ასე ჰგონიათ,“ - ამბობს ბადრი ესებუას ადვოკატი, იოსებ ჯანაშია.