26 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ -  საპროტესტო აქციით ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტებს აპროტესტებენ, რომელიც მმართველმა პარტიამ დღეს უკან გაიწვია

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ. გადაკეტილია სამანქანო გზა. დღეს საპროტესტო აქციაზე მუსიკალური პერფორმანსი იგეგმება.

საკანონმდებლო ორგანოსთან ხალხმრავალი საპროტესტო აქცია სამი დღის წინ დაიწყო. მოქალაქეები "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტებს ეწინააღმდეგებიან, რომელიც მმართველმა პარტიამ დღეს უკან გაიწვია.

პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის პრეზიდენტ კლერ ბაზის გაუგზავნეს წერილი, სადაც სთხოვეს, ე.წ. აგენტების შესახებ პარლამენტის მიერ გუშინ გაგზავნილი კანონპროექტები აღარ განიხილონ.  

დღის ამბები