26 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
მივესალმებით "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას "უცხოური გავლენის" შესახებ ორივე კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით - აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მმართველი ძალის მიერ "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტების უკან გაწვევას განცხადებით ეხმაურება.

"ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნათლად თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია.

მივესალმებით ქართული ოცნების გადაწყვეტილებას "უცხოური გავლენის" შესახებ ორივე კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. დაჟინებით მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, რომ ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან.

მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გულწრფელად ერთად იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის სასწრაფოდ საჭირო რეფორმებზე, რაც საქართველოს მოქალაქეების მკაფიო სურვილია," - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

დღის ამბები