26 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლეს

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, ასევე მისი თანაპარტიელი ნიკა მოსიაშვილი, სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა.

გადაწყვეტილების საფუძველი, 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვა გახდა. 

ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე სასამართლო პროცესი მოსამართლემ 10 მარტს ჩანიშნა.

ამასთან, როგორც მოსამართლემ განმარტა, ჯაფარიძისა და მოსიაშვილის ადვოკატებს საქმის მასალების გასაცნობად და დამატებითი მტკიცებულებები წარსადგენად დროს აძლევს.

დღის ამბები