26 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
ხმაური იყო საქალაქო სასამართლოში, სადაც ზურაბ ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს

ხმაური იყო საქალაქო სასამართლოში, სადაც აქციაზე დაკავებული ზურაბ ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს.

ადვოკატები და ჯაფარიძის მხარდამჭერები სხდომის გადადებას ითხოვენ და ამბობენ, რომ საქმის მასალებს უნდა გაეცნონ, რაც მთავარია დაკავებულს არც ჯანმრთელობის მდგომარეობა უწყობს ხელს.

სხდომა გაერთიანებულ ფორმატში მიდის, ჯაფარიძესთან ერთად განიხილება გირჩის კიდევ ერთი წევრის ნიკა მოსიაშვილის საქმე, სხდომაზე შესვენება გამოაცხადეს.

სასამართლოში იმყოფება ელენე ხოშტარია, რომელიც აცხადებს რომ ნიკა მოსიაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს და წნევა აქვს, თუმცა მოსამართლემ პროცესი მაინც არ გადადო.

დღის ამბები