26 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
მამუკა მდინარაძე - ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი იყო, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენეთ თუნდაც ერთი ადამიანის, თუნდაც ერთი ბავშვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე

საპარლამენტო უმრავლესობა უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტებს ვენეციის კომისიიდან უკან გამოიწვევს, პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს კი მეორე მოსმენაზე ხმას არ დაუჭერს. 

მამუკა მდინარაძემ დღეს გადაწყვეტილების მიზეზი ახსნა :

"მთავარი ამოსავალი წერტილი, რაც იყო ამ გადაწყვეტილების საფუძვლად, არის ის, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენეთ თუნდაც ერთი იქ მყოფი ბავშვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. პირველი რიგის ამოცანა დავისახეთ და გვერდზე გადავდეთ ყველაფერი, ეს იყო მთავარი წითელი ხაზი, რის გამოც ჩვენ არ გავრისკეთ და არ დავდეთ არცერთი ახალგაზრდის სიცოცხლე სასწორზე".

დღის ამბები