26 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
რუსთაველზე აქცია დღესაც გაიმართება - რა მოთხოვნები აქვთ პროტესტის მონაწილეებს

დღეს რუსთაველზე აქცია ისევ გაიმართება. პარლამენტთან აქციის მონაწილეები 7 საათზე შეიკრიბებიან. რა გეგმა აქვთ ოპოზიციურ პარტიებს, მოგვიანებით გაირკვევა.

"დღეს აუცილებლად იქნება აქცია, იმიტომ რომ არის უამრავი ახალგაზრდა, რომლებსაც არ გვაქვს "ქართული ოცნების" ნდობა, რომლებიც ვთვლით, რომ ჩვენ ვართ გარანტი იმისა, რომ ქვეყანა გახდეს დასავლეთის ნაწილი.

ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც მოვითხოვთ ორივე პუნქტის შესრულებას - ერთის მხრივ, გვჭირდება მკაფიოობა, როგორ აპირებენ, გაიწვიონ მოცემული კანონპროექტი; მეორეს მხრივ - ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვერდზე იდგნენ, ეს ხალხი არის დაჭერილი და სანამ ეს ადამიანები არ იქნებიან გარეთ გამოსულები, არ იქნებიან თავისუფლები, "ოცნებას" არ ეგონოს, რომ საქმე აქვთ მარტივად" - აცხადებს თბილისის საკრებულოს წევრი, პარტიის ”გირჩი - მეტი თავისუფლება” წევრი ცოტნე კობერიძე. 

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას კანონპროექტების გაწვევის თაობაზე, გამარჯვებად არ აფასებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ირაკლი ფავლენიშვილიც.

"უნდა იყოს გაკეთებული საქმე და არა დაპირება და არა სიტყვა, ასე რომ ჩვენი პროტესტი არ შეწყვეტილა, ამას ჩვენ შემდგარ გამარჯვებად ვერ შევაფასებთ, მითუმეტეს, რომ არათუ დაკავებულები არიან ჩვენი მეგობრები, ზოგიერთის ადგილსამყოფელი დღემდე არ ვიცით. ყველა მათგანი უნდა იყოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებული," - ამბობს ფავლენიშვილი.

დღის ამბები