26 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
Freedom House - შეშფოთებული ვართ საქართველოში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ძალადობის გამო

შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ძალადობის გამო. ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია Freedom House ავრცელებს.

“შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის “უცხოური აგენტების” კანონპროექტის გარშემო ძალადობის გამო. მშვიდობიანი შეკრების ფუნდამენტური უფლება დაცული უნდა იყოს ბენზინის ბომბებისგან, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლისგან.

ასევე ვიმეორებთ ჩვენს შეშფოთებას “უცხოური აგენტების” შესახებ შემოთავაზებული კანონის გამო და კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტს გადახედოს”, - წერია განცხადებაში.

დღის ამბები