26 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, იმოქმედოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მოითხოვოს აზრი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიისგან და დაიცვას მისი რეკომენდაციები, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი აცხადებს.

მისი თქმით, აუცილებელია, ნებისმიერი ასეთი კანონმდებლობა შეესაბამებოდეს ევროპის საბჭოს სტანდარტებს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ.

"შეშფოთებით ვადევნებ თვალს ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ჩვენს წევრ ქვეყანაში, საქართველოში, საქართველოს პარლამენტის მიერ 7 მარტს პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". აუცილებელია, ნებისმიერი ასეთი კანონმდებლობა შეესაბამებოდეს ევროპის საბჭოს სტანდარტებს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ.

ამ მიზნით, ამ კანონმდებლობის შესწავლის შემთხვევაში, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მოითხოვოს აზრი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიისგან და დაიცვას მისი რეკომენდაციები. დინამიური და ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება არის გასაღები ნებისმიერი დემოკრატიის კარგი ფუნქციონირებისთვის. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მნიშვნელოვანი და მშვიდობიანი პოლიტიკური დიალოგი, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით",- აცხადებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი.

დღის ამბები