26 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
ნებისმიერ კანონი, იშვიათი გამონაკლისის გარდა მიიღება სამი მოსმენით, ჯერ არის მიღებული მხოლოდ ერთი მოსმენით, ეს არის კანონპროექტი და არა კანონი - ირაკლი კობახიძე

"ყველასთვის განვმარტავ, რომ ნებისმიერი კანონი გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, მიიღება სამი მოსმენით. ჯერ არის მიღებული მხოლოდ ერთი მოსმენით, ეს არის კანონპროექტი და არა კანონი. ჩვენთვის მთავარია სად არის სიმართლე, სადაც ვართ მართალი, იქ მნიშვნელოვანია, პოზიციების პრინციპულად დაცვა ჩვენი ქვეყნისთვის," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. 

მისივე თქმით, მათ მიერ მომზადებული დოკუმენტი ყველაფერთან თავსებადია:

"ჩვენთვის მთავარია სად არის სიმართლე და ჩვენ ყოველთვის ვიცავთ ამ პრინციპს, სადაც შეიძლება არ ვიყოთ ყოველთვის მართალი, ყოველთვის შეგვიძლია გადავხედოთ ჩვენს გადაწყვეტილებებს, მაგრამ სადაც ვართ მართალი, იქ მნიშვნელოვანია, პოზიციების პრინციპულად დაცვა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენ სამართლებრივად ვართ წელში გამართული და ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკურადაც ვართ წელში გამართულები. 

ყველასთვის განვმარტავ, რომ ნებისმიერი კანონი გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, მიღება სამი მოსმენით. ჯერ არის მიღებული მხოლოდ ერთი მოსმენით, ეს არის კანონპროექტი და არა კანონი. 

ჩვენ სწორედ იმიტომ ვაგზავნით წელში გამართულად ამ დოკუმენტს ვენეციის კომისიაში, რომ სამართლებრივად ყველაფერი სუფთად არის. ჩვენს მიერ მომზადებული დოკუმენტი ყველაფერთან თავსებადია,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები