მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის სპეცოპერაციას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 11. სპეცოპერაციის დროს დაშავებულ ორ ადამიანს მძიმე დაზიანებები აქვს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალები ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, ერთ-ერთი პალესტინელი, რომელიც მათ მოკლეს, ჰამასის წევრია და ეჭვმიტანილი იყო გასულ კვირას ერთ-ერთი არალეგალური დასახლებიდან ცეცხლის გახსნაში.