26 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან - ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური განცხადებას ავრცელებს . საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ახალი კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ეს ძალიან ცუდი განვითარებაა საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის.

კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაორგანიზაციებს, რაც უარყოფით შედეგებს მოიტანს მრავალი ქართველისთვის, რომელიც სარგებლობს მათი საქმიანობით. ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან.

იგი ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რასაც მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა. მის საბოლოო მიღებას შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს ჩვენს ურთიერთობებზე.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეასრულოს თავისი ვალდებულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისკენ და ასევე დაიცვას მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლება.

დღის ამბები