26 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში ადგილზე სიტუაციის მონიტორინგს, თუმცა ჩვენი გზავნილია, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს უნდა მიეცეთ უფლება, გამოხატონ თავიანთი უფლებები თავისუფლად - ნედ პრაისი

მსოფლიოს მოსახლეობის უნივერსალური უფლებაა შეკრება, რომ მათი ხმები იქნას გაგონილი, თავისუფლად საუბარი, მათი მთავრობებისთვის ანგარიშვალდებულების დაკისრება. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში ადგილზე სიტუაციის მონიტორინგს, თუმცა ჩვენი გზავნილია, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს უნდა მიეცეთ უფლება, გამოხატონ თავიანთი უფლებები თავისუფლად, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა.

მისი თქმით,  აშშ დგას ყველასთან, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს თავიანთ უნივერსალურ უფლებებს.

„ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში ბოლო საათის მოვლენებს. ჩვენ ვხედავთ ცნობებს, რომლებიც თბილისიდან მოდის, რომელთა თანახმადაც, დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებები გამოიყენეს ე.წ. უცხოური აგენტების წინააღმდეგ პროტესტის ჩასახშობად. ჩვენი გზავნილი საქართველოს ხალხის, საქრთველოს მთავრობის, მთელი სმოფლიოს მოსახლოებისა და მთავრობებისადმი არის, რომ აშშ დგას ყველასთან, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს თავიანთ უნივერსალურ უფლებებს. მსოფლიოს მოსახლეობის უნივერსალური უფლებაა შეკრება, რომ მათი ხმები იქნას გაგონილი, თავისუფლად საუბარი, მათი მთავრობებისთვის ანგარიშვალდებულების დაკისრება. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში ადგილზე სიტუაციის მონიტორინგს, თუმცა ჩვენი გზავნილია, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს უნდა მიეცეთ უფლება, გამოხატონ თავიანთი უფლებები თავისუფლად. ეს არის საქართველოს მოსახლეობის უფლება, ეს არის მსოფლიოში ყველა ქვეყნის მოსახლეობის უფლება“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

დღის ამბები