26 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
ეს საქართველოსთვის სწორი არ არის, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ქართველებიც ასევე ფიქრობენ - ტოდ რობინსონი "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტებზე

საქართველოს ინტერესებშია უფრო გულდასმით იმუშაოს უფრო ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ეს კანონი ამას არ აკეთებს - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ტოდ რობინსონი, რომელიც საქართველოში იმყოფება.

მან კანონის შესახებ განცხადება ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

"ცხადია, ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის ინტერესებს და არა საქართველოს ინტერესებს. ვფიქრობთ, საქართველოს ინტერესებშია უფრო გულდასმით იმუშაოს უფრო ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ეს კანონი ამას არ აკეთებს.

ვფიქრობთ, ეს საქართველოსთვის სწორი არ არის, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ქართველებიც ასევე ფიქრობენ. გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს მთავრობასთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვიმუშაოთ ერთად მათ პრიორიტეტებზე, რაც არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია,"-აცხადებს ტოდ რობინსონი.

საერთაშორისო კონფერენციას ესწრება იუსტიციის მინისტრიც, რომელმაც რობინსონის განცხადება შეაფასა.

დღის ამბები