26 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
პარლამენტმა, სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანი აირჩია

პარლამენტმა, სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანი აირჩია. 

მას ხმა 96-მა დეპუტატმა მისცა. 

რამდენიმე დღის წინ, სახალხო დამცველის კანდიდატურად ლევან იოსელიანი "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა წარადგინა.

ცნობისთვის:უკვე ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა გასული წლის 8 დეკემბერს ამოეწურა. მას შემდეგ, ომბუდსმენის მოვალეობას მისი მოადგილე, თამარ გვარამაძე ასრულებს.

დღის ამბები