26 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
დღეს პარლამენტმა, სახალხო დამცველის პოსტზე, ლევან იოსელიანის კანდიდატურას კენჭი უნდა უყაროს 

სახალხო დამცველის პოსტზე, ლევან იოსელიანის კანდიდატურას დღეს პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს. სახალხო დამცველობის ერთადერთ კანდიდატს უმრავლესობის სრული მხარდაჭერა ექნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება "ოცნებამ" უმრავლესობის სხდომაზე მიიღო. უმრავლესობის დეპუტატების გარდა, იოსელიანს ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერაც აქვს.

ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" წევრს ეკა სეფაშვილს, ლევან იოსელიანის პროფესიონალიზმში ეჭვი არ ეპარება, თუმცა აქვს კითხვები მის პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. 

"მის პროფესიონალურ თვისებებთან და მის პროფესიონალიზმში, მე ეჭვი არ მეპარება.  მე უბრალოდ კითხვები მაქვს მის პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ომბუდსმენი, რომელიც გვეყოლება ქვეყანაში უნდა იყოს ყველა მოქალაქის ომბუდსმენი. თუ ვერ მოვახერხე სესიაზე , ლევან იოსელიანს ამ შეკითხვას პირადად დავუსვამ და მოვისმენ მის არგუმენტებს, როგორ დააზღვევს იგი იმას, რომ იყოს ობიექტური და, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ გადავწყვეტ მივცე თუ არა მას ხმა,"-აცხადებს ეკა სეფაშვილი. 

დღის ამბები