მარჯანიშვილის თეატრში სახალხო არტისტების, ოთარ მეღვინეთუხუცესისა და გურანდა გაბუნიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ოთარ მეღვინეთუხუცესის დაბადებიდან 90 წელი, გურანდა გაბუნიას დაბადებიდან კი 85 წელი გავიდა.
მსახიობებმა გაიხსენეს ოთარ მეღვინეთუხუცესის და გურანდა გაბუნიას მიერ განსახიერებული როლები და ღონისძიებაზე აჩვენეს მათი თეატრალური და კინომოღვაწეობის ჩანაწერები.