26 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
"ხალხის ძალის" მიერ წარდგენილ კანონპროექტებს პლენარულ სხდომაზე 9 მარტს განიხილავენ  

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ხალხის ძალის" მიერ წარდგენილი ორივე კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე, ხუთშაბათს, 9 მარტს განიხილება. 

მდინარაძემ ამის შესახებ განცხადება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ხვალ პლენარულ სხდომაზე სამხედრო-სავალდებულო გაწვევის შესახებ კანონს განიხილავენ. 

"ხვალ იქნება პოლიტიკური განცხადებები, შემდეგ განვიხილავთ სამხედრო-სავალდებულო სამსახურის შესახებ კანონს და სხვა მიმდინარე კანონპროექტებს. ხოლო რაც შეეხება აგენტების ამერიკულ კანონებს, ორივე კანონზე მაქვს საუბარი, ჩვენ ალბათ ამისთვის მთელი დღე დაგვჭირდება, თუ გვეყო ისიც და ხუთშაბათი დღე გავითვალისწინეთ ამისთვის. ხუთშაბათს იქნება განხილვები ამასთან დაკავშირებით.

ხვალ იქნება სამხედრო-სავალდებულო სამსახურის შესახებ კანონის განხილვა, რომელიც ასევე ვნებათა ღელვის საფუძველი გახდა. მაგრამ ბოლო ცვლილებებით, რომლებიც გარკვეული დისკუსიის შემდეგ მომხსენებლების მიერ იქნა შეტანილი, მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო ინტერესს ემსახურება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეებისთვის," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

დღის ამბები