26 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
"ამ ორივე კანონპროექტით ჩვენ ვირაცხებით გარე ინტერესების მატარებელ სუბიექტებად, ეს არის ფუნდამენტური პრობლემა" - გურამ იმნაძე

"ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული, ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მთელი დღეა კამათის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს კანონი ქვეყნის ევროატლანტიკურ გზაზე სვლას აფერხებს და მისი მიღება დაუშვებელია.

"როდესაც ამ კანონთან მიმართებაში ყველა ექცევა უცხოელი აგენტის ჭრილში, საოკუპაციო ხაზთან მომუშავე ორგანიზაციებისთვის რა გზავნილია ეს, როდესაც ისინი მუშაობენ ძალიან მგრძნობიარე საკითხზე და თქვენ ისინი რეესტრში უცხო აგენტების საფარქვეშ უნდა მოაქციოთ. გურამ, ბოლშევიკების დრო დასრულდა... ნუ გინდა წარმოაჩინო, რომ რადგან მეტნი ხართ, ამიტომ გაგივათ ყველაფერი, არ გაგივათ, დამთავრდა," - განაცხადა თეონა აქუბარდიამ საკომიტეტო განხილვაზე.

კანონრპეოქტის პრობლემატურ საკითხებზე საუბრობს "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის ხელმძღვანელი, გურამ იმნაძე. 

"აქ სიტყვა აგენტში არ არის პრობლემა, პრობლემაა ის, რომ ჩვენ, ჩვენს თავებს განვიხილავთ ამ ქვეყნის საჭიროებებზე, ამ ქვეყნის მოქალაქეების საჭიროებებზე მომუშავე დამოუკიდებელ სუბიექტებად. ამ ორივე კანონპროექტით ჩვენ ვირაცხებით გარე ინტერესების მატარებელ სუბიექტებად. ეს არის ფუნდამენტური პრობლემა, რომელსაც ერთი სიტყვის ამოღება ვერ შეცვლის. ამიტომაც არის ეს ფუნდამენტური პრობლემა და ამიტომაც ჩვენ პუნქტობრივ განხილვაში არ შევდივართ და ამ კანონპროექტის პრინციპების დონეზე არის ჩვენთვის ეს პრობლემური," - აცხადებს გურამ იმნაძე.

დღის ამბები