26 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
იურიდიულ კომიტეტზე "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა ისევ კამათის ფონზე მიმდინარეობს

იურიდიულ კომიტეტზე უცხოელი აგენტების შესახებ "ხალხის ძალის" უკვე მეორე კანონპროექტის განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს. 

შეხვედრას ოპოზიციის მხოლოდ მცირე ნაწილი ესწრება. მათი განცხადებით, ეს კანონპროექტიც მათთვის მიუღებელია, რადგან ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

უმრავლესობა კი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია საკითხის საგნობრივი განხილვა მოხდეს და ოპონენტების პოზიციები სპეკულაციურია. კანონპროექტები "უცხოელი აგენტების" სხდომაზე გურამ მაჭარაშვილმა წარადგინა.

კანონპროექტთან დაკავშირებით კრიტიკული აზრი გამოთქვა "ალექსანდრე რონდელის ფონდის" უფროსმა ანალიტიკოსმა, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა.

"ასეთი ტიპის კანონებში მთავარი არის, ვასრულებ თუ არა პატრონის დაკვეთას. ამერიკულ კანონში წერია, ან მთლიანად ფინანსდება ან უმეტესადო. მაგრამ, მთავარი კრიტერიუმი არის, რომ შენ ასრულებ პატრონის პოლიტიკურ დავალებას, რომელიც უცხოეთშია. მე როდესაც სხვადსხვა კონკურსში ვიღებ მონაწილეობას და გრანტებს ვიღებ, მე იმის დავალებას ხომ არ ვასრულებ? აქ არის საუბარი, რომ ეს პრინციპი არ არის სწორი. არაკომერციული ორგანიზაციის შეყვანა რეესტრში და მასზე მონიტორინგის დაწესება, იმიტომ, რომ თურმე ის რომელიღაც უცხო ქვეყნის ან უცხო ძალის აგენტია, სინამდვილეში ეს ძალა არ არსებობს," - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

დღის ამბები