26 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
ყველაზე მნიშვნელოვანი გადამწყვეტი ფაქტორი იყო ის, რომ ჩვენი შეთავაზება ალბათ ყველაზე კრეატიული და საინტერესო იყო - ლევან დავითაშვილი ITB ბერლინ 2023-ის შესახებ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე საათში მსოფლიოში უდიდეს ტურისტულ გამოფენას "ITB ბერლინ 2023-ს" ოფიციალურად გახსნის. გამოფენის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც ღონისძიების მასპინძელი ქვეყნის მეთაური, სტუმრებს სიტყვით საზეიმო გახსნაზე მიმართავს. ტურისტული გამოფენა 9 მარტამდე გაგძელდება. "უსაზღვრო სტუმარ-მასპინძლობა" - ამ სლოგანით წარდგება საქართველო საერთაშორისო გამოფენაზე.

"ITB  ბერლინს" მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 2 500-ზე მეტი სტუმარი დაესწრება. საქართველოს პერსონალურ სტენდზე საიმიჯო ბანერები, ფოტოები თუ ლოგოები - გერმანიის დედაქალაქში ჩასულ სტუმრებს საქართველოს შესახებ უყვება. გამოფენა ქართული გალაკონცერტით გაიხსნება.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროპაში გამოვაჩინოთ კიდევ უფრო მეტად, რომ საქართველო ევროპის ნაწილია, ყოველთვის იყო და ევროპის ნაწილი იქნება," - განაცხადა მუსიკოსმა ნიკა მაჩაიძემ.

საქართველოს ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველო შეირჩა სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის შეთავაზება ყველაზე კრეატიული და ამბიციური იყო.

"ITB ბერლინის" მასპინძელი ქვეყანა რომ იყო, ეს არ არის უბრალოდ რიგითი გადაწყვეტილება, რიგითობით საქართველოს არ მოუწია. ეს არის შედეგი იმის, რომ საქართველო რეგულარულად მონაწილეობდა და აღნიშნეს, რომ ჩვენ რეგულარულად ვიყავით სანდო და საიმედო პარტნიორი "აითიბი ბერლინის" და საერთაშორისო ტურისტული საზოგადოების. პროგრესი, რომელიც საქართველოში ტურიზმის მიმართულებით არსებობს იყო ძალიან საინტერესო და საბოლოოდ, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გადამწყვეტი ფაქტორი იყო ის, რომ ჩვენი შეთავაზება ალბათ ყველაზე კრეატიული და საინტერესო იყო, ჩვენი კონკურენტი ქვეყნები, ფინანსური რესურსებითაც და ამბიციებითაც საკმაოდ გამოირჩეოდნენ. საქართველოზე შეჩერდა ყურადღება ზუსტად იმიტომ, რომ ალბათ საქართველოს შეთავაზება ყველაზე ორიგინალური და კრეატიული იყო," - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.

დღის ამბები