26 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
"რევოლუციური ცვლილებებია საჭირო, რევოლუციურად სწრაფად უნდა შევცვალოთ, სხვა შემთხვევაში რუსეთის გუბერნია ვხდებით" - ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი რევოლუციურ ცვლილებებზე საუბრობს. ხაბეიშვილმა განცხადება პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გააკეთა. მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი ბრძოლა და პროტესტის გაგრძელებაა.

"რევოლუციური ცვლილებებია საჭირო, სწრაფად უნდა მოხდეს, რევოლუციურად სწრაფად უნდა შევცვალოთ ეს, სხვა შემთხვევაში რუსეთის გუბერნია ვხდებით. ამიტომ მესმის ამ ადამიანების პროტესტი, მეტიც, მოგიწოდებთ ყველას, ახალგაზრდებს, სტუდენტებს, ეს ქვეყანა არის თქვენი, თქვენ უნდა იყოთ ამ ქვეყნის ბედის წარმმართველებიც და მონაწილეებიც ამ ქვეყნის მშენებლობის. თქვენ აიღეთ ყველაფერი ხელში, ეს არის თქვენი ბრძოლა," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები