26 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირებების გამო, საკომიტეტო სხდომაზე, სადაც "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა, ტექნიკური შესვენება გამოცხადდა

"ხალხის ძალის" მიერ ინიციირებული "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონპროექტის განხილვა, ხმაურის, ურთიერთბრალდებების და შეურაცხყოფის ფონზე მიმდინარეობს.

"ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერი გურამ მაჭარაშვილი კომიტეტზე "უცხოური გავლენის მქონე აგენტების" კანონპროექტის წაკითხვას ცდილობდა, თუმცა ოპოზიციამ ამის საშუალება არ მისცა, რის გამოც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

დღის ამბები