26 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
ბერლინის ტურისტული გამოფენა - საქართველო მორიგ აღიარებას ელოდება და ბერლინიდან პლანეტას საკუთარი სტუმარ-მასპინძლობის შესახებ უყვება

საქართველო ცნობილი მხოლოდ გამორჩეული ადამიანებით არ არის, მდიდარია მისი ბუნებაც და ეს მსოფლიომ უკვე ძალიან კარგად იცის. თუმცა, ჩვენი ქვეყანა მორიგ აღიარებას ელოდება და ბერლინიდან პლანეტას საკუთარი სტუმარ-მასპინძლობის შესახებ უყვება.

გერმანია ხვალ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება, ბერლინი გლობალურ ტურისტულ გამოფენას უმასპინძლებს - საქართველო ამ შემთხვევაში სტუმარიცაა და მასპინძელიც.

გამოფენა ქართული გრანდიოზული გალაკონცერტით გაიხსნება და მაღალი რანგის 3 000-ზე მეტი სტუმარი ქართული სტუმარ-მასპინძლობის, საქართველოს კულტურისა და ისტორიის შესახებ გრანდიოზულ სანახაობას იხილავს.

"ეს არის ყველაზე მსხვილი, ყველაზე გავლენიანი გამოფენა მთელ მსოფლიოში, რომელზეც 200 ათასზე მეტი ვიზიტორი იყრის ყოველწლიურად თავს. მნიშვნელოვანი პლატფორმა პირველ რიგში კერძო სექტორისთვის იმიტომ, რომ კერძო სექტორს ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ დაამყაროს ბიზნეს ურთიერთობები საერთაშორისო პარტნიორებთან. მეორეს მხრივ კი ქვეყნის დონეზე ეს არის უდიდესი შესაძლებლობა გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის ცნობადობა, მოხდეს სწორი პოზიციონირება.

ჩვენ გვექნება მომდევნო დღეების განმავლობაში იმის შესაძლებლობა, რომ ღირსეულად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის ტურისტული პროდუქტები, კულტურა, კულინარია, ისევე როგორც ჩვენი ქართული ღვინო," - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.

დღის ამბები