დეტალები ტაბაწყურის ტბასთან ტრაგიკულად დაღუპული ჩეხი ტურისტის საქმეზე - "კურიერის" ინფორმაციით, უამინდობის გამო, ტრაგედიის ადგილი ვერტმფრენისთვის მიუდგომელი იყო, ამიტომ დაკარგული უცხოელი ტურისტის ცხედრის გამოყვანა ბაკურიანელმა მაშველებმა საფეხმავლო გზით შეძლეს.
ცნობისთვის, ტურისტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების სამსახურში გუშინ შევიდა. ძებნა მაშინვე დაიწყო. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო.