26 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
"ამ დონის ფეიკზე დგას არა მხოლოდ ომის პარტია, არამედ ის მდიდარი ენჯეოები, რომლებსაც მოწონთ "გავლენიანს" რომ უწოდებენ" - რატი იონათამიშვილი  "უცხოელი აგენტების" კანონპროექტის შესახებ

"უცხოელი აგენტების" შესახებ "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტების ირგვლივ დაწყებული ხმაურიანი პროტესტისა და დაპირისპირების ფონზე, უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ამერიკული პროექტის ლინკების ინგლისურ და ქართულ ვერსიებს აქვეყნებს.

"ვაქვეყნებ სამ დოკუმენტს, მათგან:
1. ამერიკაში მოქმედი კანონი ინგლისურ ენაზე.
2. ამერიკაში მოქმედი კანონი ქართულ ენაზე.
3. ამერიკაში მოქმედი კანონის გაცილებით ლიბერალური ვერსია.
ეს ორი ინიციატივა შემოიტანა "ხალხის ძალამ" კანონის პროექტების სახით.
ამას ეძახიან "რუსულ კანონს", სინამდვილეში "რუსულიც" ტყუილია და კანონის მხოლობითში მოხსენიებაც.
 
სწორია, ამერიკული და სწორია კანონის პროექტები და მსგავს საკითხებზე, EPP-ის ინიციატივით, ინკლუზიური დისკუსია მიმდინარეობს ევროკავშირშიც.
 
აი, ამ დონის ფეიკზე დგას არა მხოლოდ ომის პარტია, არამედ ის მდიდარი ენჯეოები, რომლებსაც მოწონთ "გავლენიანს" რომ უწოდებენ და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიიჩნევენ მეორეხარისხოვნებად,"- წერს იონათამიშვილი. 
დღის ამბები