26 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
საბერძნეთში სარკინიგზო ავარიის გამო დაწყებული საპროტესტო აქციები გრძელდება - პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

საბერძნეთში საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა. გამოსვლები იყო ათენსა და რამდენიმე დიდ ქალაქში. ათენში პარლამენტის შენობის წინ აქციაზე მომიტინგეებმა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს.

საპასუხოდ, სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაპირისპირება იყო აქციაზე სალონიკშიც. დემონსტრანტები 28 თებერვალს მომხდარ სარკინიგზო ავარიის მიზეზად მთავრობის არასწორ მენეჯმენტს ასახელებენ.

ბოლო მონაცემებით, სარკინიგზო ავარიას 57 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ტრაგედია "ადამიანურმა შეცდომამ" გამოიწვია და მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული.

დღის ამბები