მსოფლიოს უმსხვილესი ტურისტული გამოფენა ბერლინში - საქართველოს მთავარი პავილიონის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ITB ბერლინის სამზადისს, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გაეცნო.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს სტენდი გამოფენის მონაწილე სხვა ქვეყნების სტენდებს შორის განსაკუთრებული იქნება.
საქართველო ბერლინიდან, მსოფლიოს საკუთარი სტუმარ მასპინძლობის შესახებ მოუყვება. ტურისტულ გამოფენას მაღალი რანგის 2 500 სტუმარი დაესწრება.