თებერვალში წლიური ინფლაციის დონე 8.1 პროცენტია. წინა თვესთან შედარებით ფასები 0.3%-ით შემცირდა. ახალი მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციით, წლიურმა ინფლაციამ იანვართან შედარებით 1.3 პროცენტით დაიკლო.
მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ პიკური პერიოდი გავლილია. გასული წლის მაისის შემდეგ ინფლაციის შემცირების ტენდენცია უწყვეტია. მათივე განმარტებით, მაჩვენებელი მიზნობრივ დონეს მიმდინარე წელს დაუბრუნდება.
საპარლამენტო უმრავლესობაში ინფლაციის შემცირების ტემპს, პირდაპირ უკავშირებენ მოქალაქეების ეკონომიურ მდგომარეობას. ოპოზიციის ნაწილი კი ფასების ზრდაზე საუბრობს.
სპეციალისტების შეფასებით, ბოლო პერიოდში ინფლაცია გლობალური გამოწვევაა და არაერთ ქვეყანაში პროგნოზს გადააჭარბა. უმეტეს შემთხვევებში მაჩვენებლებმა ათწლეულების რეკორდულ დონეს მიაღწია. თებერვლის მონაცემები რეგიონის ქვეყნებისთვის ჯერ ხელმისაწვდომი არ არის. 2023 წლის იანვარში კი ინფლაციის პროცენტულობა სხვა ქვეყნების მიხედვით ასეთია.
ანალიტიკოსების შეფასებით, ერთ-ერთი მიმართულება, რომელმაც ინფლაციის შემცირებას ხელი შეუწყო, გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასის დასტაბილურებაა. მათივე განცხადებით, ახალი მონაცემები აჩენს მოლოდინს, რომ ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდა მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო ეფექტური იქნება და მათ სოციალურ მდგომარეობაზე აისახება.
ინფლაციისა და ეკონომიკის მონაცემებთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველთვიურად აქვეყნებს.