26 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
ნედ პრაისმა რომ თქვას, რომ მზე ამოდის დასავლეთიდან, კითხვას დამისვამთ ეთანხმები თუ არა ამას იმიტომ, რომ ნედ პრაისმა თქვაო - გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გურამ მაჭარაშვილმა ნედ პრაისის განცხადების შესახებ კომენტარი გააკეთა.

მაჭარაშვილის თქმით, არასწორი და კოლონიალური დამოკიდებულებაა, როდესაც რადიკალურ ოპოზიციას არ აინტერესებს ქართული სუვერენიტეტი, არამედ მხოლოდ ის, თუ რა თქვა ნედ პრაისმა.

"ნედ პრაისმა რომ თქვას, რომ მზე ამოდის დასავლეთიდან, კითხვას დამისვამთ ეთანხმები თუ არა ამას იმიტომ, რომ ნედ პრაისმა თქვაო?! - ეს არის არასწორი. იმიტომ, რომ როცა თქვენ წაკითხული გაქვთ კანონპროექტი და თქვენ ვერ დაინახეთ ვერაფერი იქ რუსული და ანტიდემოკრატიული, მაგრამ თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი ის არის, სიმართლე კი არა ნედ პრაისი რას იტყვის, ეს არის არასწორი, ეს არის სწორედ კოლონიალური დამოკიდებულება იმ რადიკალური ოპოზიციის, რომელიც ამბობს, რომ ქართული სუვერენიტეტი არაფრად მიაჩნია, არამედ მთავარია რას იტყვის ნედ პრაისი, რას იტყვის ევროკავშირი და თუნდაც ჩვენ სუვერენიტეტი საერთოდ არ გვქონდეს, მაინც თანახმა იქნებიან ისინი ამაზე," - ამბობს მაჭარაშვილი.

 

დღის ამბები