გიზას დიდი პირამიდის უკან ახალი დერეფანი აღმოაჩინეს. არქეოლოგიური აღმოჩენა 2015 წელს პირამიდების სტრუქტურის შესასწავლად დაწყებულ პროცესს უკავშირდება.
მასში ჩართული იყვნენ არქეოლოგები და მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნიდან. აღმოჩენილი დერეფანი, სავარაუდოდ, 4 ათას 500 წლის წინ სამეფო სამარხის დანიშნულებით აშენებული ხუფუს პირამიდის უზარმაზარი სტრუქტურის წონის შესამსუბუქებლად შეიქმნა.