26 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
თორნიკე რიჟვაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის გმირების ოჯახებს, დედის დღე მიულოცა

თორნიკე რიჟვაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის გმირების ოჯახებს, დედის დღე მიულოცა.  აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო დედის დღესთან დაკავშირებით, აგვისტოს ომში დაღუპული, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ომის ვეტერანებისა და ავღანეთში, სამშვიდობო მისიის დროს დაღუპული ჯარისკაცების დედებს და მეუღლეებს 1000 ლარს გადასცემს.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული დახმარება მომავალი წლიდან გაორმაგდება. ოჯახები აგვისტოს თვეშიც მიიღებენ დახმარებას 3 000 ლარის ოდენობით.

დღის ამბები