"აშშ ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ხსენებული კანონპროექტის წარდგენის გამო, რადგან ასეთი კანონი მოახდენს სტიგმატიაზაციას და გააჩუმებს დამოუკიდებელი ხმებს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან", - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე.
ნედ პრაისმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. მისივე განმარტებით, ეს წუხილები აშშ-ის მხრიდან გამოითქვა როგორც საჯაროდ, ისე კერძო საუბრებში.
პრაისის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ აღნიშნული კანონპროექტი ამერიკულის ანალოგია, რადგან აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობა "გავლენას არ ახდენს არასამთავრობოების საქმიანობაზე, დაფინანსების წყაროებზე“.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა კიდევ ერთხელ გააჟღერა მოწოდება საქართველოს პარლამენტისადმი, რათა მხარი არ დაუჭირონ წარმოდგენილ პროექტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნედ პრაისის თქმით, ეს იქნება საფრთხე ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის.