26 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
ინფლაცია კლებულობს და უკვე არის დრო, ეკონომიკური ზრდა აისახოს მოსახლეობაზე და ამისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ინფლაციის შემცირება - მიხეილ დუნდუა

თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 8.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასების დონე 0.3 პროცენტით შემცირდა - "საქსტატის" აღნიშნულ მონაცემებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა გამოეხმაურა.

"ინფლაცია კლებულობს, უკან იხევს და უკვე არის დრო იმის, რომ ეკონომიკური ზრდა აისახოს მოსახლეობაში და ამისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ინფლაციის შემცირება. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკით, სწორი, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმით შეგვიძლია დადებითი გავლენა მოვახდინოთ ინფლაციის შემცირებაზე," - განაცხადა დუნდუამ.

ახალი მონაცემების მიხედვით, წლიური ინფლაცია წინა თვესთან შედარებით 1.3 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი გაიარა და 2022-ი წლის მაისის შემდგომ ინფლაციის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება. წინა თვესთან შედარებით, ფასების დონის კლება მიანიშნებს, რომ ინფლაციური ზეწოლა მნიშვნელოვნად შემცირებულია- ვკითხულობთ ოფიციალურ ინფორმაციაში, სადაც მითითებულია სხვა ქვეყნების მაჩვენებლებიც- 2023 წლის იანვარში თურქეთში ინფლაცია 57.7% იყო, ლატვიაში 21.5%, მოლდოვაში - 27.3%, ესტონეთში - 18.6%, ლიეტუვაში - 20.0%, რუმინეთში - 15.1%, ყაზახეთში - 20.7%, აზერბაიჯანში 12.0%.

დღის ამბები