დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, საქართველო ბერლინში საერთაშორისო ტურისტულ ფესტივალს მასპინძლობს. "უსაზღვრო თავგადასავალი" - ასე ჰქვია სტენდს, რომელითაც საქართველო ღონისძიებას მასპინძლობს. ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ პროექტი სათავგადასავლო პოტენციალის წარმოჩენისთვის კარგი შესაძლებლობაა. ვიზიტორები საქართველოს ტურისტულ სივრცეებსა და ეროვნულ პარკებს ვირტუალურ სივრცეში იხილავენ. წარმოდგენილი იქნება 80-მდე კომპანიაა, ძირითადად გასტრონომიული და ღვინის პროდუქტებით. დაგეგმილია თემატური დისკუსიებიც.
საქართველოს პოტენციალის წარმოჩენაში ჩართულია დონორი ორგანიზაციებიც, როგორიცაა usaid და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება. ქართული პროდუქცია, ღვინის დეგუსტაცია, თექის და კერამისკის ოსტატების მასტერკლასები - ის, რაც საქართველოს სავიზიტო ბარათია ერთ სივრცეში მოიყრის თავს.
"უსაზღვრო სტუმართმასპინძლობა" - სწორედ ამ სლოგანით წარდგება საქართველო გერმანიაში. ITB 2023 ბერლინში 6-დან 9 მარტის ჩათვლით გაიმართება.