26 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
ოპოზიციის ოპოზიცია - "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედ და ყოფილ თავმჯდომარეებს შორის დაპირისპირება ახალ ეტაპზე გადადის

"ნაციონალური მოძრაობის" მოქმედ და ყოფილ თავმჯდომარეებს შორის დაპირისპირება ახალ ეტაპზე გადადის. იმ შემთხვევაში, თუ მელიას გუნდის წევრები პარტიიდან წასვლას მართლაც გადაწყვეტენ, როგორც ჩანს ეს ახალი მენეჯმენტისთვის არანაირი დაბრკოლება არ იქნება. უფრო მეტიც ”ნაციონალური მოძრაობის” ახალი ხელმძღვანელობა არ აპირებს, რომ ყოფილი თანამოაზრეების ახალი პოლიტიკური ცხოვრების დაწყებას ხელი შეუშალონ და მიზნების განხორციელებაში შეეწინააღმდეგონ.

შიდა არჩევნებში დამარცხებული მელია და მისი გუნდი, ხაბეიშვილისთვის პარტიაში ოპოზიციის - ოპოზიციაა. ახალი თავმჯდომარის თქმით, თუ მელია და მისი მხარდამჭერები მართლაც მიიღებენ ”ნაციონალურ მოძრაობის” დატოვების გადაწყვეტილებას, ის არ აპირებს რესურსი დახარჯოს მათ გადარწმუნებაში.

მელიას გუნდმა ახალ ხელმძღვანელს კიდევ ერთხელ დაუკონკრეტა, რომ პარტიის დატოვებას არ აპირებენ. ურჩევენ რიტორიკა შეცვალონ, რეალური სტრატეგია დაგეგმონ და ამის შემდეგ მზად არიან ყველა აქტივობაში ჩაერთონ.

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირების გაღრმავებას ელოდებიან მმართველ პარტიაში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ პარტიის დაშლა შეუქცევადი ხდება, მალე კი კლანებს შორის ბრძოლა კიდევ უფრო გამძაფრდება.

ნიკა მელია ლევან ხაბეიშვილმა შიდა პარტიულ არჩევნებში იანვარში დაამარცხა. ლიდერები აცხადებდნენ, რომ რიგგარეშე არჩევნებიდან პარტია გაძლიერებული გამოვიდოდა, თუმცა შედეგებმა შიდა უთანხმოება კიდევ უფრო გაამწვავა.

 

დღის ამბები