26 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა დაიწყო

ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში შეხვედრა დაიწყო.

განხილული იქნება საოკუპაციო ხაზთან უკანონო ბორდერიზაციის და უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების საკითხი.

იანვრიდან დღემდე რუსეთის სამხედროების მხრიდან უკანონო ინსტალაციის 6 ფაქტი დაფიქსირდა, ცხინვალის ციხეში კი საქართველოს 5 მოქალაქე რჩება. ერგნეთის შეხვედრას პირველად ესწრება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი დიმიტრიუს კარაბალისი.

"იანვრიდან დღემდე სულ უკანონო ბორდერიზაციის 6 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულია 3 შემთხვევა. მთავარ თემას წარმოადგენს უკანონოდ დაკავებული ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხი,"- აცხადებს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე.

დღის ამბები