თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იაპონიის მთავრობის გრანტით შეძენილი ენერგოეფექტური ავტომობილების ოფიციალური გადმოცემის ცერემონია გაიმართა.
გრანტის პირველ ეტაპზე აეროპორტის მიმდებარედ მზის პანელები დამონტაჟდა, მეორე ეტაპზე კი ენერგოეფექტური ავტომობილების შესყიდვა მოხდა.
ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე და იაპონიის ელჩი ესწრებოდნენ.