26 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
როგორია მომდევნო 2 წლის გეგმა - ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოების მიმართულებით

როგორია მომდევნო 2 წლის გეგმა - ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოების მიმართულებით.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლობით - გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიების მიზანი იყო საუკეთესო სტრატეგიებისა და გზების განხილვა მისი ეფექტიანი განხორციელებისთვის. პროცესი მოიცავდა სამთავრობო უწყებების, შესაბამისი მუნიციპალიტეტების, ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, კონფლიქტით დაზარალებული და დევნილი ქალების აქტიურ ჩართულობას.

ღონისძიებაზე გაიმართა პანელური დისკუსია საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით.

დღის ამბები